ტატალაშვილი და ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშნენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლას კიდევ ორი ქართველი გამოეთიშა – ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57).

ტატალაშვილმა ბუდაპეშტში ერთი ბრძოლა მოიგო – პირველ წრეში ბელარუსი ვაძიმ შოკა დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში რუმინელ ადრიან შოკასთან ჯერ ვაზარზე მოყვა, რის შემდეგ მეტოქემ შებოჭვაზე დაიჭირა.

დასანანი მარცხი განიცადა ლიპარტელიანმა, რომელიც მერვედფინალში ტურნირის ფავორიტ იაპონელ მომო ტამაოკის თანაბრად ეჭიდავა, ორივეს ვაზარი ჰქონდა აღებული, მაგრამ ერთ მომენტში შეხვედრა გაჩერებული ეგონა, მოდუნდა, მეტოქემ ამით ისარგებლდა და ჩვენიანი ტატამზე დასცა. მანამდე ლიპარტელიანმა ჩეხ ვერა ზემანოვასა და ბელგიელ მინა ლიბეერს მოუგო.

 

ქართველთაგან მედლისთვის ბრძოლას ლაშა შავდათუაშვილი აგრძელებს, რომელიც მერვედფინალშია გასული.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share