კომბოსტო და ლიმონი – TOP-10 პროდუქტი, რომლებიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 9,9% შეადგინა.

გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის ივნისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. კომბოსტო – ფასი გაიზარდა 105,8%-ით;
2. მზესუმზირის ზეთი – 96,1%-ით;
3. ჭარხალი- 60,6%-ით;
4. წიწაკა – 59,2%-ით;
5. ბენზინი – 58,7%-ით;
6. თერმომეტრი – 55,9%-ით;
7. დიზელის საწვავი – 52,0,%-ით;
8. სტაფილო – 47,4%-ით;
9. შაქარი – 34,6%-ით;
10. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – 29,4%-ით.

ასევე, გთავაზობთ TOP-10 პროდუქტის სიას, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2021 წლის ივნისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ლიმონი – ფასი შემცირდა 38,3%-ით
2. მწვანე ლობიო – (-33,1)%-ით;
3. ვაშლი – (-30,3)%-ით;
4. მანდარინი – (-30,2)%-ით;
5. ყურძენი – (-25,2)%-ით;
6. ქლიავი – (-25,1)%-ით;
7. პომიდორი – (-21,1)%-ით;
8. ატამი – (-21,0)%-ით;
9. ბადრიჯანი – (-14,6)%-ით;
10. მამაკაცის შარვალი – (-12,3)%-ით.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share