მილიონერი დეპუტატი ქმარს დაშორდა – ვინ იყო ნინო წილოსანის მეუღლე და რა ქონებას ფლობს ამჟამად პოლიტიკოსი? (+ფოტოები)

ნინო წი­ლო­სა­ნი, მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან” ქმარს და­შორ­და. ამის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ, ჟურ­ნალ “თბი­ლი­სე­ლებ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ბიზ­ნეს­მენ ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე­სა და პო­ლი­ტი­კოს ნინო წი­ლო­სანს სამი შვი­ლი ჰყავთ. 2021 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში დე­პუ­ტატს ქმა­რი ჯერ კი­დევ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ჰყავს.

„დრო­ის სიმ­წი­რის პრობ­ლე­მა მქონ­და, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ოჯა­ხის­თვის სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და­მეთ­მო. არც სა­ჯა­რო­ო­ბა გამ­ხდა­რა ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა. უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბის­გან შედ­გე­ბა, რა­ღაც სრულ­დე­ბა, რა­ღაც კი იწყე­ბა, თუმ­ცა ჩვენ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და ახ­ლაც ასეა. ჩემი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის ან პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს გვქო­ნია…” – ამბობს ნინო წილოსანი.

იგი არა­სო­დეს აქ­ვეყ­ნებ­და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. არ ჩნდე­ბო­და მას­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ შეკ­რე­ბებ­ზე, სა­დაც მისი კო­ლე­გე­ბი მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­თან ერ­თად იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი, ამი­ტომ ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი რთუ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ნინო წი­ლო­სა­ნის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ ამ­ჯე­რად უკვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია: 3 ბინა (თბი­ლის­ში, მცხე­თა­სა და წყნეთ­ში), მი­წის ნაკ­ვე­თი სა­გუ­რა­მო­ში, 2 ფარ­თი თბი­ლის­ში; მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი – ბმვ X 5.

ფლობს რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტის აქ­ცი­ებს. ამას­თან, არის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე აშშ-სა და ჩე­ხეთ­ში. მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა კი 2020 წელს ვა­გონმშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე – 8 131 ლარი; რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კი 17 140 ლარი შე­ად­გი­ნა.

 

შთამ­ბეჭ­და­ვია თა­ვად ნინო წი­ლო­სა­ნის ქო­ნე­ბაც. 2021 წლის 29 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, წი­ლო­სა­ნი ფლობს თბი­ლის­ში ორი არა­სა­ცხო­რე­ბე­ლი ფარ­თის წი­ლებს; დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ორ ბი­ნას; ავ­ტო­ფა­რეხს და მი­წის ნაკ­ვეთს ურეკ­ში. ამას­თან, მის სა­კუთ­რე­ბა­შია, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე – 2 786 ლარი, ხოლო ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით, 30 000 ლარი ჰქონ­და. მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე 2020 წელს – 54 871 ლარი შე­ად­გი­ნა. გარ­და ამი­სა, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, წი­ლო­სა­ნი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს წი­ლებს, თუმ­ცა, ისი­ნი მარ­თვის უფ­ლე­ბით სხვა პირ­ზე აქვს გა­და­ცე­მუ­ლი.

ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე წლე­ბის წინ სი­მამ­რთან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ. 2013 წლის 17 მა­ისს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შპს „ვა­გონმშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბად­რი წი­ლო­სა­ნი და კომ­პა­ნი­ის სამი დი­რექ­ტო­რი და­ა­კა­ვეს (ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი წი­ლო­სა­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძე გახ­ლდათ).

წყარო: ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share