https://www.bpn.ge/
ტყეში ცეცხლის დანთება და საქონლის ძოვება მხოლოდ სპეციალურ ადგილებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტყითსარგებლობის წესშია საუბარი.
კერძოდ, როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო ტყეში ან მუნიციპალურ ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორიები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ტყის ფუნქციიდან ან/და მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამასთან, ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოყოფილ ადგილებზე განთავსდება შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.
რაც შეეხება ცეცხლის დანთებას, ამისთვისაც გამოიყოფა ადგილები, სადაც შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი განთავსდება.