Novavax-ის ვაქცინა წარმატებით უმკლავდება ამ დროისთვის არსებულ რვავე შტამს

Novavax-ის ვაქცინა წარმატებით უმკლავდება ამ დროისთვის არსებულ რვავე შტამს – ამერიკული კომპანია კოვიდ საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის კვლევებს აქვეყნებს
დღეს, 17:32

44

ამერიკულმა კომპანია Novavax-მა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევაში მონაწილეობა 29 960-მა ადამიანმა მიიღო და ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსთან გასამკლავებლად სრულიად საკმარისია. გამოკვლევები მექსიკასა და აშშ-ში ჩატარდა.

გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, პრეპარატის ეფექტიანობა ვირუსის სიმპტომური გამოვლენის წინააღმდეგ შეადგენს 90.4%-ს. ასევე ცნობილი გახდა, რომ Novavax-ის ვაქცინა წარმატებით უმკლავდება ამ დროისთვის არსებულ რვავე შტამს და 100%-ით იცავს ადამიანს დაავადების გამწვავებისგან.

კარგი შედეგების მიუხედავად, ახალი ვაქცინის ავტორიზაციას რამდენიმე თვე დასჭირდება. ასევე კარგად უნდა იქნას გამოკვლეული გვერდითი მოვლენები. ამ ეტაპისთვის გვერდით მოვლენად დასახელებულია ტკივილი ინექციის არეში, სხვა სახის გამოვლინებები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

სტენლი ერკმა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ვაქცინის პირველი დოზები ძირითადად განვითარებად ქვეყნებს მიეწოდებათ. აგრეთვე ითქვა, რომ Novavax-ის ვაქცინა შესაძლოა ე.წ. ბუსტერადაც კი იყოს გამოყენებული აშშ-ის რეგიონში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: