“ნუ გეშინია, მოვდივარ…ეს ვუთხარი… თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა” – რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ი­დან ექ­ვსი წელი გა­ვი­და. სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 22 ადა­მი­ა­ნი და და­ზა­რალ­და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ​სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, გზე­ბი, ხი­დე­ბი, გვი­რა­ბე­ბი, საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი. მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა “მზი­უ­რი­სა” და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია.

სტი­ქი­ის მსხვერ­პლთა შო­რის იყო ივ­ლი­ტა ჯი­ბუ­ტი, რომ­ლის მა­მაც, სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა გი­ორ­გი (ჯი­ბუ­ტი) დღეს ტრა­გე­დი­ის ღა­მეს იხ­სე­ნებს და ივ­ლი­ტას გარ­დაც­ვლე­ბე­ის შემ­დგომ ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ზე სა­უბ­რებს. მამა გი­ორ­გიმ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე “მთა­ვარ­თან” ისა­უბ­რა. ის ამ­ბობს, რომ ოჯახ­ში ივ­ლი­ტას შემ­დეგ ორი ივ­ლი­ტა და­ი­ბა­და (გო­გო­ნე­ბი მამა გი­ორ­გის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან).

“ღმერ­თმა მა­ჩუ­ქა ივ­ლი­ტა, ორი თა­ნაც. როცა და­ი­ბა­და ივ­ლი­ტა, ჯერ ერთი, მერე მე­ო­რე, სი­ხა­რუ­ლის გრძნო­ბა იყო – რომ ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლე გრძელ­დე­ბა ამ პა­ტა­რე­ბის სა­ხით. მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი შვი­ლე­ბის, რომ და­არ­ქვეს ეს სა­ხე­ლი. სი­ხა­რუ­ლის გრძნო­ბა არის, მაგ­რამ ჩემს შვილ ვერ შეც­ვლის ვე­რა­ვინ, რა თქმა უნდა.

13 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს, ძლი­ე­რი წვი­მა როცა და­ი­წყო, სახ­ლშიც კი შე­მო­აღ­წია წვი­მამ. ამ დროს და­ვუ­რე­კე ჩემს შვილს და ვუ­თხა­რი, დათო (ჩემი სიძე) თუ არის სახ­ლში, რომ ბავ­შვებს წვი­მის არ შე­ე­შინ­დეთ-მეთ­ქი. მეტს არა­ფერს არ ვფიქ­რობ­დი, უბ­რა­ლოდ, ჭექა-ქუ­ხი­ლი და წვი­მა იყო და არ შე­შინ­დე­ბო­დათ. ივ­ლი­ტამ მი­პა­სუ­ხა, დათო სახ­ლში­აი და მეც დავ­მშვიდ­დი. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 10:00 სა­ათ­ზე, თერ­თმე­ტის ნა­ხე­ვარ­ზე ხდე­ბო­და. ხოლო 12-ის ნა­ხევ­რა­ზე რე­კავს უკვე დათო, სა­ხუ­რავ­ზე ვართ და მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხე­თო.

მა­შინ­ვე დავ­რე­კე, ვუ­თხა­რი ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, სა­ხუ­რავ­ზე არი­ან, წყა­ლი დიდ­დე­ბა, გა­მო­აგ­ზავ­ნეს მაშ­ვე­ლე­ბი. მე ვიდ­რე მი­ვი­დო­დი, გზა­ში ისევ და­მი­რე­კა ივ­ლი­ტამ – ჩქა­რა, წყა­ლი ისევ დიდ­დე­ბაო და მე ვუ­თხა­რი, ნუ გე­ში­ნი­ათ, მოვ­დი­ვართ… ვე­ღარ მი­ვუს­წა­რით.

და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემი სიძე ამო­დი­ო­და წყლი­დან…ყვი­რო­და.

ძნე­ლია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მშო­ბელ­მა შვი­ლი და­კარ­გოს, ხში­რად მი­ფიქ­რია მა­ნამ­დე, ღმერ­თო, ჩიტ­საც ნუ მო­უკ­ლავ შვილს, ასე­თი ფიქ­რი მქონ­და. მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა მა­ინც გრძელ­დე­ბა. ხუთი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, ყვე­ლას მო­ფე­რე­ბა სჭირ­დე­ბა, კი­დე­ვაც ვე­თა­მა­შე­ბი ბავ­შვებს, ამ დროს თა­ვის­თა­ვად გა­ვი­წყდე­ბა ეს ტრა­გე­დია, მაგ­რამ სა­ერ­თოდ ხომ არ ქრე­ბა ეს ხომ?! ყო­ველ­თვის შენ­თან არის.

სულ მე­ნატ­რე­ბა, რომ ვნა­ხო ის. ადრე უფრო სხვა რა­ღაც იყო, ახლა მო­ნატ­რე­ბა უფრო მე­ტია.

მან ცურ­ვა იცო­და. რომ მეთ­ქვა, თავს უშ­ვე­ლე, უფრო უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და… ვიდ­რე ნუ გე­ში­ნია, მოვ­დი­ვარ…ეს ვუ­თხა­რი. ალ­ბათ, ეს არას­წო­რი იყო, თავს უშ­ვე­ლეო რომ მეთ­ქვა, ალ­ბათ ეს უკე­თე­სი იყო…

ამ ქვეყ­ნით არ მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ამ ქვეყ­ნის შემ­დეგ არის მე­ო­რე ცხოვ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნის სული არ კვდე­ბა, ქარ­თვე­ლებს გვაქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ტყვა, გარ­დაც­ვა­ლე­ბა, კი არ მოკ­ვდა ადა­მი­ა­ნი, არა­მედ გარ­და­იც­ვა­ლა, მთე­ლი ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბა ამ ერთ სი­ტყვა­შია ჩა­დე­ბუ­ლი. ესაა ჩვე­ნი ნუ­გე­ში, ეს გვა­ნუ­გე­შებს. უი­მე­დო­ბაა თუკი არ გწამს, გა­დარ­ჩე­ნა და ნუ­გე­ში არის რწმე­ნა­ში. ვე­ლო­დე­ბი, რომ ივ­ლი­ტას ვნა­ხავ აუ­ცი­ლებ­ლად. ასე­თი ტვირ­თი მაქვს და ასე უნდა ვი­ცხოვ­რო…რთუ­ლია“, – ამ­ბობს მამა გი­ორ­გი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share