გურიის მოამბე

გია ნოდია-ბიძინას რევოლუციის მართლა ეშინია

გია ნოდია
ბიძინას მიერ ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრება, ბაჩო ახალაიას, როგორც „ტერორისტის“, ხელახალი დაპატიმრებისთვის პროპაგანდისტული შემზადება ჩემთვის ერთ რამეს ნიშნავს: ბიძინას რევოლუციის მართლა ეშინია.
ის 4 ოქტომბერს რეჟიმის „მშვიდობიანი დამხობის“ დაანონსებას გაცილებით უფრო სერიოზულად უყურებს, ვიდრე რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი (სავარაუდოდ. უმრავლესობა, ჩემი ჩათვლით). თავისი ქმედებებით ის ხელს უწყობს იმას, რომ ხაბეიშვილის დანიშნული ოთხოქტომბრობა უფრო მნიშვნელოვან თარიღად იქცევა, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პარანოიდული და არცთუ ადეკვატური დიქტატორის პირობებში სიტუაციის ობიექტური შეფასება განსაკუთრებით რთულია.
ადრეც დამიწერია, რომ „რეჟიმი აგონიაშია“ სასაცილო ფრაზაა, მაგრამ ასევე არასწორია ვიფიქროთ, რომ რეჟიმი ორივე ფეხზე მყარად დგას, რომ არესებული ფორმით პროტესტს აზრი არა აქვს და ბიძინა სულ გვეყოლება, სანამ სტაფილოს წვენი არ გამოელევა.
არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights