პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის მობილურს ამ ეტაპზე ვერ ხსნის – ამის შესახებ საქმის პროკურორმა განაცხადა.
“იცით, რომ აქვს “აიფონს” დაცვის საშუალებები!” – უთხრა მედიას პროკურორმა.
ამასთან, მან დღეს დაადასტურა ინფორმაცია, რომ ლევან ხებეიშვილთან ერთად დაკავებულ მურთაზ ზოდელავას აყვანისას გაქცევა არ უცდია.
აღიარა ისიც, რომ პოლიტიკოსს ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი 10 წუთის განმავლობაში ჰქონდა.
რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.
ზოდელავას და ხაბეიშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.