თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება! ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს მას შემდეგ მიმართა, რას მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სირცხვილი შენ! სამარცხვინო! – თქვა მან სასამართლო პროცესზე.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი პირების შეძახილები მოჰყვა. “გრცხვენოდეს”!- ამ სიტყვებით მიმართავდნენ ისინი მოსამართლეს.
წყარო: IPN.GE