“დღეს ქართული ხელოვნება მთავარი დარტყმის ქვეშ არის” – ნინო ქათამაძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომღერალი ნინო ქათამაძე იმყოფება – როგორც მან  განაცხადა, დღეს ქართული ხელოვნება მთავარი დარტყმის ქვეშ არის.

მისი თქმით, მთავარი იარაღი ერთობაა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს – “ჩვენი გზა ევროპაშია”.

”დღეს ქართული ხელოვნება არის მთავარი დარტყმის ქვეშ. ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთად ყოფნა, ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთმანეთის გაცნობა. ჩვენ არ ვიცნობდით აქამდე ეს ადამიანები ერთმანეთს. მილიონობით ადამიანი არ ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენ ვაღიარეთ ერთმანეთი, გვიყვარს ერთმანეთი, ეს არის მთავარი ძალა, მთავარი იარაღი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობა იმ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ჩვენი მომავალი ცხოვრება არის ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ. ასე, რომ ამ ერთმანეთის იმედის ძალას. საერთაშორისო საზოგადოებაც ხედავს ამ ჩვენს ერთობას და მზადყოფნას და იმისთვის, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ჩვენი გზა არის ევროპაში”, – ამბობს ნინო ქათამაძე.

პროტესტის 14 დღე. პარლამენტთან აქცია გრძელდება – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. საყოველთაო პროტესტს დღეს საჯარო მოხელეები შეუერთდნენ, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share