“ერკეთის მონასტრის დედების მიერ შესრულებული საშობაო საგალობელი…ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი საშობაო მოლოცვა”-გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ერკეთის მონასტრის დედების მიერ შესრულებული საშობაო საგალობელის შესახებ წერს:

„აი, ასე, ქუჩაში რაღაცაზე დაღონებული დავეხეტებოდი. ათას რამეზე ვფიქრობდი. უცებ ტელეფონის ზარმა გამომარკვია. დავხედე. ერკეთის მონასტრის წინამძღვარი დედა მარიამი რეკავდა გურიიდან.შობა მომილოცა.და მერე მან დედებთან ერთად შობის საგალობელი იმღერა.უტკბილესი და უთბილესი გალობა იყო.ამ განცდების სიტყვებით გადმოცემა კი მართლა შეუძლებელია.ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი საშობაო მოლოცვა და ასე, საჯაროდ მომინდა მადლიერების გამოხატვა დედა მარიამისა და ერკეთის მონასტრის მონაზვნების მიმართ.ფრთები შემესხა. ცხოვრება კი მშვენიერია და სიკეთის საგალობლებით სავსეა“ – წერს გოგა ჩანადირი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share