ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
უამრავი ადამიანია ემიგრაციაში. მათ უკეთესი საქართველოსთვის, ოჯახების კეთილდღეობისთვის მიაშურეს უცხოეთს.
30 წელია, იცლება სოფელი, რომელიც მთავარი საზრდოა სიძლიერის, სახელმწიფოს, კულტურის, სპორტის, ენის, ეკონომიკისა და საერთოდ, ყველაფრის.
ჩემი აზრით, ყველა საარჩევნო სუბიექტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერება უნდა იყოს. არადა, ეს თემა ბევრისთვის მეორეხარისხოვანია.
გზა, დენი, გაზი, ინტერნეტი ყველა სოფელში უნდა იყოს. ჯერ კიდევ ბევრია დასახლება, სადაც არც ერთიც კი არ არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.
კერძო კომპანიებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ ეს მიმართულება დააფინანსონ, გააძლიერონ, წაახალისონ. იუსაიდი, “კრედობანკი”, ვითიბი ბანკი, შვეიცარიის განვითარების სააგენტო, აწარმოე საქართველო ის სიბიექტები არიან, რაღაც თანხებს რომ დებენ სოფელში, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო.
სოფლის გარეშე არც დედაქალაქი იქნება და არც ქვეყანა.
ფოტოზე ხედავთ სოფელ ბოჭორნას, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებას. აქ მხოლოდ 1 ადამიანი – 81 წლის ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ცხოვრობს. სოფელში არც დენია, არც გაზი, არც ტელეფონი და ინტერნეტი მუშაობს გამართულად და არც წესიერი გზაა,” – წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ფოტოს.