ქართული ოცნების დაშლა გრძელდება-პარტია დღეს 15-მა ადამიანმა დატოვა

“ქართულ ოცნებას” წევრები ისევ ტოვებენ.

დღეს, ოზურგეთში, პარტიის 15-მა წევრმა  ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს არასწორი პოლიტიკის გამო გაემიჯნენ.

წამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც “სახალხო პარტიაში” სოსო გოგაშვილთან გადავიდნენ.

” ქართული ოცნების”  წევრების გარდა, “სახალხო პარტიას” ოზურგეთში, პატრიოტთა ალიანსის წევრებიც შეურთდნენ.

მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი შოთა გოგიბერიძეცაა.

ამ თემაზე “ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციაში კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share