მომღერალი მერაბ სეფაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ, თვლის, რომ ახლა ამის დრო არ არის. ამის თაობაზე სეფაშვილმა ჟურნალ “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
– ხშირად აღნიშნავენ, რომ ოპოზიციური ჯგუფის მხარეს ვარ, ბარემ აქვე გეტყვით: არ შეიძლება საკითხის ასე დაყენება, მე ხალხის მხარეს ვარ და ყოველთვის ხალხის გვერდით ვიყავი.
თუ რაიმე შენიშვნა მაქვს ხელისუფლების მიმართ, მხოლოდ ხალხის ცხოვრებიდან და ყოფიდან გამომდინარე. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ახლა არ არის ხელისუფლების კრიტიკის დრო, რადგან ქვეყანაში რთული ვითარებაა.
სახელმწიფოს ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა შენი მოსაზრება დროებით გვერდზე უნდა გადადო და როგორც შეგიძლია, ისე დაუდგე გვერდით ხელისუფლებას. დიახ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ამბიციები მოვთოკოთ და ერთმანეთის გვერდით დგომით დავამარცხოთ ეს საშინელი კოვიდპანდემია და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ.
მსგავსი სტატიები
- 91
"თუ ვინმე მკითხავს, საერთოდ, არ მგონია, რომ მომხმარებელი როდესმე ციხეში უნდა იჯდეს" - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა. "მე, მაგალითად, თუ ვინმე მკითხავს, საერთოდ, არ მგონია, რომ მომხმარებელი როდესმე ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, მეშინია,…
- 91
ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
- 91
ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა გუშინ ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ირაკლი ჩავლეშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს და ვრცელ განმარტებას აკეთებს: "ნაგავი პოლიტიკაში ახალი სიტყვა არ არის. უკრაინაში"ბუკერებში" - ურნებში ტენიდნენ კორუპირებულ პოლიტიკოსებს. რა თქმა უნდა, ეს ესთეტიურად ძალიან ცუდად გამოიყურება. მით უფრო - ქართული ხასიათიდან…
- 90
რას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…