“არ შეიძლება წაყრუება და ენისმოჩლექა, როცა საქმე შენი ქვეყნისთვის დამღუპველ შეცდომას ეხება”

“არ შეიძლება წაყრუება და ენისმოჩლექა, როცა საქმე შენი ქვეყნისთვის გრანდიოზულ და დამღუპველ შეცდომას ეხება.
ბატონი ბორელის მიერ მოხმობილ ეუთოს შემაჯამებელ დოკუმენტში, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არაა შეფასებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
ამის ნაცვლად გვაქვს მხოლოდ შემდეგი ჩანაწერი: “არჩევნები იყო ძირითადად კონკურენტული, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, ძირითადად, დაცული.” (the elections were competitive and, overall, fundamental freedoms were respected).
ამ ჩანაწერის აკუმულირებით მივიღებთ free (თავისუფალ) სტანდარტს, მაგრამ ვერანაირად fair (სამართლიან) სტანდარტს. მსგავსი ტექსტი, რუსეთის არჩევნების შეფასებებშიც გვინახავს, მეტიც, უკეთესი ტექსტებიც.
free and fair არის ფორმულა და ეს ფორმულა იწერება სწორედ დოკუმენტში, თუ რა თქმა უნდა, დაკმაყოფილებულია. და როცა ეს ფორმულა არ წერია, ა. ესე იგი დაკმაყოფილებული არაა, და ბ. მისი ციტირება მცდარი და არაკორექტულია, სულ მცირე.
ps თუ მე ვცდები და რაიმე მეორე ეუთო არსებობს ან ეუთოს მეორე დასკვნა, სიამოვნებით ვიხილავდი”.-წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share