რატომ არ შედგა დღეს ქალთა ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი?

დღეს დაგეგმილი ქალთა ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი არ შედგა – ერთმანეთს პირველ ადგილზე მყოფი “ლანჩხუთი” და მოქმედი ჩემპიონი “ნიკე” უნდა შეხვედროდნენ. გუნდები მოედანზე გამოვიდნენ, მაგრამ თბილისელებმა მოედანი ისე დატოვეს, მატჩი არც დაწყებულა.

“გურია თუდეისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი მიზეზი, რომელიც მეტად გაუგებარია – ამ დროისთვის არსებული ერთადერთი ინფორმაციით, “ნიკემ” გააპროსტა, რომ სტუმრები მატჩის რამდენიმე კამერით გადაღებას გეგმავდნენ (?!) და თამაშზე უარი თქვეს. გუნდებმა სტადიონი უკვე დატოვეს და ისინი ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს დაელოდებიან.

სავარაუდოდ, “ლანჩხუთს” ტექნიკური მოგება (3:0) ჩაეთვლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share