“ეს ის ეთერი იყო, რომელსაც მე რამდენჯერმე ვუსმინე, მან ტყვია ესროლა მთავრობას და მოხვდა ქვეყანას…მას უნდოდა მთავრობის დაზიანება და ბრიფინგი მიუძღვნა მთავრობის დაკნინებას, რომ მთავრობა არის მატყუარა. არ მოგვეწონა ის, რომ მან ძალიან ბევრი უსამართლო დარტყმა განახორციელა მთავრობაზე, ტრადიციებზე შეგვახსენა არ იცითო, მე ასე ვიცი ტრადიციები, წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო… და მისი შვილის ასაკის პრემიერის და მინისტრების ხიდი ყოფილიყო, მაგრამ პირიქით მოტრიალდა და გვესროლა ეს ტყვია და მოხვდა იმ საქმეს, რომელიც დაჯდა ოპოზიცის დესტრუქციულ ნარატივზე.” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში განაცხადა.