ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის (ოზურგეთის საკრებულოში) თავმჯდომარეს, დავით მჟავანაძეს “ოზურგეთის პარკირების სამსახურის” პირობიან აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით, უარი უთხრა და მისი ინიციატივა დაბლოკა.
ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა, დავით მჟავანაძემ, დარჩიას, ამ ინიციატივით, გასულ კვირას მიმართა.
მჟავანაძე თხოვნით მიმართავდა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ოზურგეთის ტერიტორიაზე ავტოსაშუალებათა უკეთ პარკირების რეგულირების მიზნით მომხდარიყო პარკირების სფეროს მართვის უფლების პირობიანი აუქციონის ფორმით გაცემა.
ოპოზიცია ითხოვდა ამ ინიციატივის მორიგ სხდომაზე განხილვას, თუმცა დარჩიამ ეს ინიციატივა დაბლოკა.
დავით მჟავანაძისთვის უარის მიზეზი გაუგებარია.
უარის მიზეზებზე არც “ქართულ ოცნებაში საუბრობენ.
ცნობისათვის “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრი” რეორგანიზაციის შემდეგ ახალშექმნილ ა(ა)იპ ში “მუნიციპალური ტრანსპორტთან” ერთად გაერთიანდა და მის ხელმძღვანელად ბიძინა გობრონიძე დაინიშნა.