საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ დღეს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეხვდა.
დღეს შეხვედრა მქონდა ნიკა გვარამიასთან პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი, როგორც პოლიტიკური პატიმრის უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც.
მასთან საუბრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ კარგად გრძნობს თავს და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. პატიმრობისას უფლებებით სარგებლობაზე პრობლემები არ ჰქონია.
ჩვენ გავაგრძელებთ როგორც სასამართლო პროცესის, ისე მისი უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს, – წერს ნიკა სიმონიშვილი.