“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კაპანაძის თქმით, დღეს რუსთაველზე დაგეგმილი აქციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო შენაერთები და სპეცრაზმი მოამზადა. კაპანაძე არ გამორცხავს, რომ “ქართული ოცნება” პროვოაციისთვის ემზადებოდეს.
“შსს-ში გაიცა ბრძანება, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან საპოლიციო შენაერთდები ჩავიდნენ თბილისში, მათ შორის სპეცრაზმის თანამშრომლები, ისინიც კი ვინც ამ მომენტისთვის უნდა ყოფილიყვნენ შვებულებაში. როგორც ჩანს, ქართული ოცნება ემზადება, როგორც ჩანს პროოკაციებისთვის, მაგრამ ვაფრხილებ ხელისუფლებას არ გაბედიონ არანაირი პროვოკაცია”, – თქვა გიორგი კაპანაძემ.
“შინ ევროპისკენ” – ამ სახელწოდებით აქცია დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება. აქციაზე ქართველი ხალხი ევროპულ არჩევანს კიდევევ ერთხელ დააფიქსირებს. ამავე მიზნით აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება.