ამ წუთებში, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს შეხვედრაზე, მხოლოდ ქალები დაპატიჟა.
პრეზიდენტი, ეროვნული თანხმობის ინიციატივის საჯარო განხილვას გეგმავს.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროცესი კონცენტრირებული უნდა იყოს მომავალზე.
“ჩემი აზრით ამ პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე. რა თქმა უნდა, წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, მათ შორის წარსულის შეფასება იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ ჩვენ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამ პროცესის შეთანხმება კონკრეტულად როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, როგორი ინსტიტუტები უნდა გქონდეს ქვეყანაში”- ამბობს ნინო ლომჯარია
ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრები ათონელის რეზიდენციაში უკვე 2 თვეა გრძელდება. 10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს”, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა “მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.