საჯარო მოხელეების სიძულვილით სავსე კამპანია ათი ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ ვინც ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. მმართველი გუნდის ელიტის ანტიდასავლურ გზავნილებს რეგიონალური ლიდერები უერთდებიან.
სამგორის გამგებელი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც 20 ივნისის მასშტაბურ აქციას შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სტატუსით გამოეხმაურა, სტრატეგიული პარტნიორების ლანძღვას “ოცნების” მაღალჩინოსნები კრემლის პროპაგანდისტული არხების ეთერშიც არ ერიდებიან.
და ამ ისტერიის ფონზე, სახელისუფლებო გუნდი ცდილობს კრიტიკა აარიდოს საჯარო მოხელეებს და თანამდებობის პირების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების საჯარო გინებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ტოლობის ნიშანს სვამს.
მთავარი არხი