1 უკრაინელი ჯარისკაცი კარგი მომზადებით, 2-3 კადიროველს ჯობია – ნადირაძე

”პუტინმა დაუსვა საკითხი, რომ 10 ივლისამდე სევეროდონეცკი უნდა აიღონ, ასევე ლისიჩანსკის გზის გადაკეტვა უნდათ. ბრძოლები მიდის ძალიან საშინელი, ძალიან ინტენსიური, მაგრამ სევეროდონეცკს უკრაინა აკონტროლებს, თუმცა მასიურად იბომბება ლისიჩანსკი. რუსებმა მდინარე სევეროდონეცკი ვერ გადმოლახეს. ყველასთვის ცნობილია, ელიტარულ ნაწილად ითვლება ფსკოვი.  კადიროველებს კარგი შეიარაღება აქვთ, თუმცა ელიტარულს ვერ დავარქმევდი, ჩვეულებრივად იბრძვიან მე თუ მკითხავთ, 1  უკრაინელი ჯარისკაცი კარგი მომზადებით, 2-3 კადიროველს ჯობია, მათში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ .” – განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ვანო ნადირაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share