16 წლის ქეთევან მამალაძემ ბადროს ტყორცნაში პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
დღეს 26 მარტს ქ.თბილისში მძლეოსნობაში ( 2006 – 2007 – 2008 ) წლამდელთა შორის საქართველოს ახალგაზრდული პირადი ჩემპიონატის მეორე ნაწილი .( რომელიც 20 მარტს უნდა ჩატარებულიყო და უამინდობის გამო გადაიდო ) გაიმართა.
აღნიშნული ჩემპიონატიდან ქეთევან მამალაძემ დღეს უკვე მეორე ოქრო წამოიღო. ქეთევანი ბადროს ტყორცნაშიც , ისევე როგორც გასულ კვირას, ბირთვის კვრაში ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატის მთავარი მიზანი, 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებაა. ქეთევანი ოლიმპიადისთვის აქტიურად ვარჯიშობს.
მწვრთნელები : დ. მანთიძე, მარინა კოტრუკაძე