რა ხდება ჩვენს თავს? რატომ ვეგუებით ყველაფერს? – გრიგოლია

”ორი კვირა არ ვიყავი ეთერში და ორი კვირის თავზე დავბრუნდი ერთი კითხვით: რა ხდება ჩვენს თავს? რატომ ვეგუებით ყველაფერს? რატომ გადავარქვით ცნებებს სახელები, რატომ ავურიეთ და გადავზილეთ ტყუილ-მართალი ისე, რომ დღეს ერთმანეთისგან ვეღარ გაგვირჩევია. ერთი დღე ავღშფოთდებითვიხუმრებთ და მერე სულერთი ხდება, ერთ დღეში ფერმკრთალდება…რატომ აღარ ისმის პროტესტი, მათ შორის პოლიტიკოსების, როცა სამი კვირის წინ, დღისით, მზისით ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი, რომ გაუშვეს ციხეში, კერძო კომპანიის ავტომანქანის სარგებლობის გამო, ამას შევეგუეთ? სად არის ის ხალხი, პოლიტიკურად რომ ბაქიბუქობს ხოლმე, აი, ახლა დავამთავრებთ ხელისუფლებასო… მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ პროტესტი არ გაჩერდეს…..”

განაცხადა, გადაცემა “რეაქციის” მონოლოგში ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share