“ბავშვები წყალს გუბურიდან სვამდნენ” – მარიუპოლელი დედის სულიშემძვრელი ისტორია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლის მოსახლეობა ბლოკადაში აღმოჩნდა. BBC მრავალშვილიანი მარიუპოლელი ქალის სულიშემძვრელ ისტორიას ავრცელებს.

იულია და მისი 3 გოგონა ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩნდნენ მარიუპოლში. მათი სახლი დაბომბვის შემდეგ განადგურდა და ოჯახს ნესტიან სარდაფში დამალვა მოუწია. სარდაფში არ იყო არც საპირფარეშო, აბაზანა, ელექტროენერგია და არც საკმარისი რაოდენობის საკვები.

დედა ქალიშვილებს ძილის წინ აძლევდა მხოლოდ საკვებს, რადგან მათ მშივრებს არ დაეძინათ.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share