რამდენიმე ხნიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელს დაუბრუნდა და საზოგადოებას მიმართავს:
„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და თანადგომისთვის.დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დამარცხება გამოსავალი არ არის – უხეში წერტილია სიცოცხლის, ამ უცნაური და ზოგჯერ დამაბნეველი წინადადების. ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით.“ – წერს კეკელიძე ფეისბუკში.