რა მოხდა დედოფლის საიუბილეო ღონისძიებაზე – “ის ჰა­რი­ზე უფრო მე­ამ­ბო­ხე და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, სა­მე­ფო ოჯახს გა­მოც­და ელის”

ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის, ელი­სა­ბედ მე­ო­რის პლა­ტი­ნის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბის ყუ­რე­ბი­სას, დე­დოფ­ლის შვილ­თაშ­ვი­ლი, პრინ­ცი ლუი კვლავ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში ელ­ვის სის­წრა­ფით გავ­რცელ­და, ჩანს, რომ 4 წლის პრინ­ცი დე­დას, ქეით მიდლტონს ენას უყოფს, ცელ­ქობს და მო­უს­ვენ­რობს. მარ­თა­ლია, სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის მსგავ­სი ქცე­ვა უჩ­ვე­უ­ლოა, თუმ­ცა ამ ფაქ­ტმა ხალ­ხს კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, რომ ისიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცელ­ქი ბავ­შვია, მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი დიდ­გვა­როვ­ნუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა.

 

პა­ტა­რა პრინცმა ხალ­ხის გული სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღეს­ვე მო­ი­გო, მისი ექ­სპრე­სი­უ­ლი მი­მი­კე­ბი­სა და გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბის გამო.

სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­კურ­სის დროს, რო­მელ­საც სა­მე­ფო ოჯა­ხი ეს­წრე­ბო­და, ქე­ით­მა მო­უს­ვე­ნა­რი ლუის დამ­შვი­დე­ბა სცა­და. ამ დროს, ლუიმ დე­დას პირ­ზე ხელი აა­ფა­რა, რა­მაც ბევ­რი გა­ა­ხა­ლი­სა.

როცა ჰერ­ცო­გი­ნია მის შე­ჩე­რე­ბას შე­ე­ცა­და, ბი­ჭუ­ნამ კი­დევ უფრო დიდი პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტა: მან დე­დას ენა გა­მო­უ­ყო, ცხვირ­ზე ხელი მი­ი­დო და თი­თე­ბი აა­თა­მა­შა. სა­ბო­ლო­ოდ, ლუი სკამ­ზეც კი დად­გა და ბა­ლი­შის სრო­ლას აპი­რებ­და, რა დრო­საც მიდლტონ­მა ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნა.

 

ლუი მშვე­ნივ­რად გა­ერ­თო. ის მხი­ა­რუ­ლად ესა­უბ­რე­ბო­და პრინ­ცე­სა ანას შვი­ლიშ­ვი­ლებს, დე­დი­კოს აკო­ცა და ბა­ბუა ჩარლზ­საც ჩა­უჯ­და კალ­თა­ში.

 

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პა­ტა­რა პრინ­ცის ქცე­ვე­ბი გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. ბევ­რმა პა­რა­ლე­ლი მე­ამ­ბო­ხე პრინც ჰა­რის­თან გა­ავ­ლო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი თვლის, რომ მო­მა­ვალ­ში ლუ­ის­გან სა­მე­ფო ოჯა­ხი სი­ურპრი­ზე­ბის­თვის მზად უნდა იყოს.

“ის ჰა­რი­ზე უფრო მე­ამ­ბო­ხე და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, სა­მე­ფო ოჯახს გა­მოც­და ელის”, – წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share