“დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ეგ ჩემმა პატარა შვილიშვილმაც კი იცის!” – ნანული სარაჯიშვილი

“რუსეთი ოკუპანტია და ეგ ჩემმა პატარა შვილიშვილმაც კი იცის! საქართველოშიც არა და არ გვეღირსა სიწყნარე, რა დააწყნარებს ქვეყანას ამათ ხელში?!” – აცხადებს მსახიობი ნანული სარაჯიშვილი “კვირის პალიტრასთან” და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველა თანაბრად უნდა ვზრუნავდეთ:

“პოლიტიკურად რთული ვითარებაა. ახლა უკრაინაა ეპიცენტრში და კარგია, საქართველოდან რომ გაგზავნეს დიდი მხარდასაჭერი წერილი… ღმერთმა არ ქნას, ომი დაიწყოს, არ ვიცი, ეგ ვის უნდა აძლევდეს ხელს! რუსეთი ოკუპანტიაო, რომ ამბობენ, ეგ ახალი ამბავია, კაცო?! დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ეგ ჩემმა პატარა შვილიშვილმაც კი იცის! ღმერთს ვთხოვ, გადაგვარჩინოს და ყველაფერი კარგად იყოს! ჯანმრთელობა გვქონდეს, ეს პანდემია გადავლახოთ, მშვიდობა იყოს და ყველამ დავისვენოთ! საქართველოშიც არა და არ გვეღირსა სიწყნარე, რა დააწყნარებს ქვეყანას ამათ ხელში?! ოპოზიცია სულ რაღაც ცუდს ეძებს, ჩხირკედელაობენ, იმის ნაცვლად, რომ ყველა ერთად დადგეს და ამ პატარა საქართველოზე იზრუნოს! არ მიყვარს კონფლიქტები და უსიამოვნებები, ვერ ვიტან! ბოლოსდაბოლოს, მშვიდობა უნდა გვეღირსოს!” – აცხადებს ნნული სარაჯიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share