უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ღონისძიება მიღებულ იქნა “მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, ამასთან ტერიტორიაზე წესრიგის აღსადგენად”.
დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც უზბეკეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი გამოქვეყნდა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, რეგიონი, ყარაყალპაკეთი, კარგავს უფლებას, რეფერენდუმის საფუძველზე, გამოეყოს უზბეკეთს. პროტესტის შემდეგ, უზბეკეთის პრეზიდენტი ჩავიდა ყარაყალპაკეთში და პირობა დადო, რომ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ტერიტორიის სტატუსს შეასუსტებდა, გაუქმდებოდა.