“ქართული ოცნების” დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე არ პასუხობს “მთავარი არხის” კითხვას, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, ასევე უარს ამბობს ამ ეტაპზე ისაუბროს დღეს დაგეგმილ აქციაზე. მისი განცხადებით, კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებს, რადგან “იაპონიასთან ჩართვა აქვს”.
“კომენტარს ეხლა მე ვერ მოგცემთ, ცოტახანში შევხვდეთ, დიდი სიამოვნებით. ახლა ძალიან დაკავებული ვარ, ჩართვა მაქვს იაპონიასთან. ახლა ტყუილად იღებთ, არ მოგცემთ კომენტარს, ძალიან სერიოზული რაღაც მაქვს გასაკეთებელი”, – თქვა ელისო ბოლქვაძემ.