საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი, ბიძინა ივანიშვილს რიტორიკულად მადლობას უხდის, ქართველებს რომ ლუკმა გამოსტაცა პირიდან და ფულები იმ ფრანგებს დაურიცხა, რომელთა პენსია 900 ევროა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“მადლობა ბატონო ბიძინა
ფრანგი ხალხის სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ამ ჟამიანობის პერიოდში არ დაგვტოვეთ უყურადღებოდ.
საკუთარ ერს, გამოაცალეთ უკანასკნელი ლუკმა და დახმარების ხელი გამოუწოდეთ იმ გაჭირვებულ ხალხს, რომელთა პენსია მინიმუმ 900 ევროა. ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება უფასო.
გილოცავთ უმაღლეს ჯილდოს, საკუთარი ერის გარდაცვალებისთვის და ღატაკი ევროპის გადარჩენისთვის!
გილოცავთ საქართველოს ჸლეზე, და ორდენის მკერდზე დაკიდებას!”- წერს სულაშვილი.