საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“ქვეყანაში უმძიმესი წუთებია!
სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს!
გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდ სსაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაგზავნეს, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით,“ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა”, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. სამაშველო ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და აფეთქდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანის პილოტსა და ტურისტს, გარდაიცვალა უცხოელი ტურისტი, პილოტი ამოიყვანეს და დაშავებულია.
პრემიერის გადაწყვეტილებით, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.