სამართალდამცველებმა პარლამენტთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

ისინი პარლამენტთან შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს, აქტივისტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კითხვების დასმა პირისპირ სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცათ.

სამართალდამცველების განცხადებით, პარლამენტის შენობაში შესვლა უსაფრთხოების რეჟიმის გამო არ არის შესაძლებელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share