თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში სახალისო კურიოზი დაფიქსირდა – Başakşehir F.K. და Sivasspor-ს შორის მატჩისას, მე-20 წუთზე მოულოდნელად ძლიერ გათოვდა და მოედანი სრულად მოათეთრა, ამ დროს, Sivasspor-ის გუნდის მოთამაშეები მოედანზე სრულიად თეთრ ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი, რამაც მათ „იდეალური მასკირება შესძინა“ – ტელეეკრანებთან მყოფი მაყურებლებისთვის, სტუმარი გუნდის მოთამაშეების გარჩევა მოედანზე შეუძლებელიც კი გახდა.
ყველა ელოდა, რომ მსგავსი მეტეოროლოგიური პირობების გამო მატჩი შეწყდებოდა და გადაიდებოდა, თუმცა არამც – ბოლომდე ჩატარდა და ფრედ დასრულდა.
„ვულოცავ ორთავე გუნდს ამ პირობებში გადარჩენას“ – განაცხადა მატჩის შემდგომ Sivasspor-ის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე