“რა ხდება ისეთი, რომ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ?”

ამ კითხვით დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ბიუროს სხდომაზე მიმართა:

„ბატონო კახა, თქვენ დილიდან გირეკავენ ჟურნალისტები, ყველა ჟურნალისტი გირეკავთ და თქვენ არ იღებთ ტელეფონს. მათ შორის უმრავლესობის წევრები ემალებიან ჟურნალისტებს. ეს ხდება ავტოკრატიულ რეჟიმებში. ბატონო კახა, მე მაინტერესებს ერთი რამ, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე გამჭვირვალე ორგანო, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ.

რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ ამ შენობაში არ აქვთ უფლება, შემოვიდნენ დაზარალებული ჟურნალისტები. არ აქვს უფლება, შემოვიდნენ ის ადამიანები, ვინც დაკარგა კოლეგა, ვისაც მოუკლეს კოლეგა, რატომ აკეთებთ ამას. არც წინა სხდომაზე არ შემოუშვით ჟურნალისტები. მიეცით ჟურნალისტებს პირობა, რომ ყველას შემოუშვებთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share