ქართველი პიანისტი მარინა გაბუნია ამერიკაში ტრაგიკულად დაიღუპა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ის საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
პოლიციამ ქალი ლონგ აილენდში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დასახიჩრებული იპოვა. პიტბული ადგილზე მისულ სამართალდამცველსაც დაესხა თავს, რის შემდეგაც პოლიციამ ძაღლს ესროლა.
როგორც მედია წერს, პიტბული ქალმა სახლში ცოტა ხნის წინ მოიყვანა. ის მის შვილს ეკუთვოდა, რომელიც ორი კვირის წინ მოტიციკლით ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა.
მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება თამარ ივერი:
“ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა. შესანიშნავი მუსიკოსი, პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა ორი კვირის წინ ქალს შვილი დაეღუპა ტრაგიკულად. მოტოციკლეტის ავარიით. დედამ შვილის პიტბული მასთან წამოიყვანა და ასეთი ტრაგიკული ფინალი პიტბული უკიდეგანოდ ერთგულია მისი პატრონის და ეტყობა ძაღლმა ჩათვალა რომ ამ ქალმა დააშორა ის მის პატრონს
.არ ვიცი რა როგორ მოხდა, მაგრამ მთელი ამერიკის მედია შეძრა ამ ამბავმა სიტყვები უძლურია ასეთ ტრაგედიასთან. ეს ძაღლი ამ ბიჭის ტანსაცმელებზე არ აკიდებინებდა ხელს, იპარავდა და მათზე ეძინა თურმე ეს ძაღლიც თავის ერთგულების მსხვერპლი გახდა და ეს მარინაც ასე დაღუპა ღმერთო ადგილზე მოუკლავს პოლიციას… მაგრამ რაღა დროსი იყო საოცრად მიყვარს ძაღლები,მაგრამ მებრძოლი ძაღლების პანიკურად მეშინია” – წერს ივერი.
მარინა გაბუნიას საქართველოში კარგად აწყობილი კარიერა ჰქონდა, თუმცა წლების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა ცხოვრება. მან არაერთი სირთულე გამოიარა და ის საკმაოდ ძალიან წარმატებული მუსიკოსი იყო. მას ნიუ-იორკის 5 უძლიერეს პიანისტს შორის იხსენიებენ.