გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტომდე, დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ღამის და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი.