”გაჩერდი გოგო, გეიტრუნე, გადავტრუალდი, გადმოვტრუალდი” – რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

”შორებელი ნათესავი გოგო გვყავდა ერთი, ობოლი მაყვალა. მანდამაინც არც კაი შესახედი იყო და არც გონება უბრწყინავდა, კეთილი კი იყო უსაშველოდ და გამრჯე, ყოჩაღი მეტი რომ აღარ იქნება იმფერი.
ხშრად რჩებოდა ჩვენთან კვირაობით, იყო მისდა, ბებიას ეხმარებოდა შინაურ საქმეებში, ბებია მელნისფერ ოცდახუთმანეთიანს ჩუქნიდა ყველა პენსიაზე. გვიყვარდა მაყვალიე, მგონია მასაც ვუყვარდით.
ერთ დღეს ზის მაყვალა ქუხნასახლის წინ მოლაზე, მარჯვენა მხარეს უწყვია ადამკოკოს გაუხეხავი ქვაბები, ჟანგარიანი ჩახნები და თუჯის ტაფები, მომარაგებული აქვს სილა, ლეღვის ფოთოლი, გაცრილი ნაცარი და სარეცხი საპონი, ხეხავს თავგადადებული და გახეხლებს აწყობს მარცხენა მხარეს. ჩამუუარს ბებიაჩემი ალალივით აიღებს რომელიმეს მარცხენა მხარიდან და გადაუწყობს გაუხეხავებში მარჯვენა მხარეს. მაყვალიე არ ჩივა ენას, ხეხეხავს, ხეხავს. არვიცი მერამდენედ ჩამოუარა ბებიამ, დაუწუნა საქმე და უთხრა:
-რა გჭირს ცა რაი, თუ გავს ახლა აი ქალის ნაქნარს?
მეტი ვეღარ მოითმინა მაყვალიამ მის კაი ქალობას რომ შეეხნენ და შეეპასუხა:
-ვის ქალობაზე ლაპარიკობ მერიკო, შენ გგონია არ მესმოდა წუხელის რა ამბავში იყავი ბაბუასთან?
ბებიაჩემი ჯერ გაჩერდა, მიიხედ მოიხედა , გადაამოწმა ვინმე ხომ არ უსმენდათ.
-გაჩერდი გოგო, გეიტრუნე, გადავტრუალდი, გადმოვტრუალდი.
ნახევრად შავი, დიდი სახაჭაპურე ტაფა კი გახეხილების მხარეს დადო.”
გურია, ოზურგეთი, ასკანა. 2022 აგვისტო
ზურა შევარდნაძე
ფოტო #ზაქარიაჭელიძე
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share