მეუფე იაკობი დავით არახამიაზე: “ჭორიკანა დედაკაცი”

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების შემდეგ, უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, დავით არახამიას, ამჯერად ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი ესხმის თავს.

მეუფე იაკობი არახამიას “ჭორიკანა დედაკაცს” უწოდებს და ამბობს, რომ მას უფლება არ აქვს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს.

გარდა ამისა, მეუფე იაკობი ამტკიცებს, რომ ომის დროს არახამიამ “მილიარდები იშოვა”.

“ნუ ვიქნებით იმ პოლიტიკოსების რიგში, სირაქლემასავით რომ არიან და ევროპარლამენტარების იმით [ენით] მელაპარაკებიან სხვადასხვა ტელევიზიით და ხან კიდე, რომელიღაც უკრაინელი იმითი. მილიარდერი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ჩემი მოგონილი არ არის, ომში იშოვა მილიარდი. თვითონ მიხედონ თავიანთ [ქვეყანას] ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა, გვარი აძლევს საშუალებას თუ რა. რა გაუკეთებია საქართველოსთვის კარგი, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცას გველაპარაკება. ყველა თავისას მიიღებს, ახლა ომია და ვერაფერს ეუბნები. სასტიკ ომში არიან ჩართული, კიდე კაი მსოფლიო ასე ეხმარება მაგათ, თორემ მასეთების ხელში სად იქნებოდნენ”, – თქვა მეუფე იაკობმა. [სტილი დაცულია].

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share