2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა გასულ წელს 5.31-დან 5.12-მდე შემცირდა და ის ამჟამად საერთაშორისო რეიტინგში “ჰიბრიდული რეჟიმის” სტატუსით 91-ე ადგილს იკავებს. ინფორმაციას The Economist ავრცელებს.
რეიტინგში პირველ ადგილს 9.75 ქულით ნორვეგია იკავებს, მეორე ადგილს ახალი ზელანდია (9.37 ქულა), მესამეს კი 9.27 ქულით ფინეთი. საერთაშორისო რეიტინგის ბოლო, 167-ე ადგილზე 0.32 ქულით ავღანეთია, 166-ე ადგილზე მიანმარი, 165-ზე კი – ჩრდილოეთ კორეა.
2013 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 5.95-ს შეადგენდა და ის საკმაოდ ახლოს იყო დაწინაურებასთან, თუმცა 2014 წლიდან ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
საქართველოს 5.49 ქულით სომხეთიც უსწრებს და ჰონდურასსა და ლიბერიას შორის არის.