10 ქვეყანა, სადაც ჭარბწონიან ქალებს ეთაყვანებიან

ჭარბი წონა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშნად ითვლება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, რომლებშიც  ჭარბწონიან ქალებს განსაკუთრებით  ეთაყვანებიან:

  1. ტონგა

წყნარი ოკეანის სამხრეთ ოკეანის ამ პატარა კუნძულზე ჭარბი წონა სილამაზის მთავარ მახასიათებლად ითვლება. აღსანიშნავია, რომ  კუნძულის 140 000 ზრდასრული ადამიანიდან 100 000 ჭარბწონიანია.

2014 წელს ჩრდილოეთ ამერიკის სიმსუქნის შესწავლის ასოციაციამ რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც კუნძულ ტონგას მცხოვრებლები ჭარბი წონისკენ გენეტიკურად არიან მიდრეკილები. ამას განაპირობებს ცხიმიანი საკვები და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა.

 

2.ქუვეითი

აღსანიშნავია, რომ 15 წელზე უფროსი ასაკის ქუვეითელი ქალების 52% ჭარბწონიანია. ამ ქვეყანაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთავარი მიზეზია.

ისტორიულად, უდაბნოს ეს მომთაბარეები სიმსუქნეს ჯანმრთელობისა და სიმდიდრის ნიშნად თვლიდნენ და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. ქვეყანაში, სადაც ქალების განვითარება ტაბუდადებულია, ცოლებს ხშირად აფასებენ მხოლოდ როგორც დეკორატიულ ნივთებს, რომლებიც სახლის შევსებას ემსახურება. ითვლება, რომ რაც უფრო ჭარბწონიანია ქალი, მით უფრო მდიდარია სახლი.

 

3.ფიჯი

ფიჯის მოსახლეობის რაციონში მაღალკალორიული საკვები ჭარბობს.  ამას ემატება ჯანმრთელობის რისკების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა, რაც მათ ჭარბწონიანობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ფიჯიში დიდი წელის მქონე ქალს განსაკუთრებულ პატივს სცემენ, რადგან მიაჩნიათ რომ მისი აღნაგობა ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და ნაყოფიერების ნიშანია.

4.იამაიკა

იამაიკელი ქალების 65% ჭარბწონიანია. ამ კუნძულის ქალებისთვის დამახასიათებელია განიერი თეძოები და დუნდულები, რასაც თავად „სტეატოპიგიას” უწოდებენ.

1993 წელს იამაიკის სოფლად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიგამხდრე ასოცირდება სევდასთან, ჭარბი წონა კი ბედნიერებასთან, სიკეთესა და სოციალურ ჰარმონიასთან. შესაბამისად, არსებობს აბების მთელი ბაზარი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც წონის მომატება სურთ.

5. სამოა

აღსანიშნავია, რომ სამოას მცხოვრებლები საუკუნეების განმავლობაში განიცდიდნენ საკვების ნაკლებობას. ანთროპოლოგები მიიჩნევენ, რომ სამოელებს ზედმეტი კილოგრამები სჭირდებათ იმისთვის, რომ  მძიმე პირობებში ცხოვრება შეძლონ.

 

6.სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკელები სიგამხდრის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილები. ისინი ჭარბწონიან ქალებს აღმერთებენ და მიიჩნევენ, რომ ზედმეტი კილოგრამები კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას გამოხატავს.

 

7.ავღანეთი

მართალია, ავღანეთში, უმეტესწილად, ჩადრა  ქალის სხეულის ზუსტ მონახაზებს ფარავს, მაგრამ მრგვალი სახის ქონა და ჭარბი წონა აქ აუცილებელია ელემენტია.

 

8. ტაიტი

ძველად კუნძულ ტაიტიზე არსებობდა  ასეთი ადგილობრივი ჩვეულება, სახელწოდებით „ჰააპორი”, რომელიც სიტყვასიტყვით  „გამოკვებას” ნიშნავს. ამ ტრადიციის მიხედვით, ადგილობრივები ახალგაზრდა ქალებს გაძლიერებულ კვებაზე ამყოფებდნენ, რათა შემდგომში ისინი ლიდერებისთვის წარედგინათ.

 

9. ნაურუ

ნაურუს მოსახლეობის 31%-ი ჭარბწონიანია. წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ამ პატარა კუნძულზე მცხოვრები 14000 ადამიანი სილამაზესა და ნაყოფიერებას სიმსუქნეს უკავშირებს. ქალებს მშობიარობისთვის მოსამზადებლად ასუქებენ, ხოლო კაცებს ძალების მომატებისთვის.

 

10. მავრიტანია

მავრიტანიის მცხოვრებთათვის ქალის სიმსუქნე სილამაზის და სიმდიდრის სინონიმია. წონის მოსამატებლად ახალგაზრდა გოგონები დიდი რაოდენობით აქლემის ცხიმიან რძეს სვამენ. ქალები ამ რაოდენობის ცხიმის კილოგრამებად გარდაქმნას ვერ ახერხებენ, ამიტომ იძულებულნი არიან მიიღონ ანტიჰისტამინური საშუალებები და ცხოველური სტეროიდები მადის გასააქტიურებლად. ვ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share