“ხელისუფლება არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ მავნებლური კანონმდებლობა გვაქვს”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე:

„ჩემთვის გასაგებია ქალბატონი წულუკიანის, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების პოზიცია. ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, გაყალბებული არჩევების პირობებშიც კი, მილიონ ასი ათასი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 800 ათასი ხმის მიღება შეძლო. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, რომ მილიონზე მეტი ხმა მიეღოს ოპოზიციას და ხელისუფლება არ შეცლილიყოს. არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ მავნებლური კანონმდებლობა გვაქვს. საქართველოში არჩევნების გაყალბების პროცენტი მინიმუმ 10%-დან 15%-ს შორის მერყეობს. „ქართული ოცნება“ დღეს რომ ხელისუფლებაშია, ვითომ რომ არჩევნები ჩაატაროს, 48%-ს მიიღეს, მათი შედეგებიც კი მათ საწინააღმდეგოა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share