ლახამი ჰესის გარემოსდაცვითი პოლიტიკა ტყის განაშენიანების პროექტი

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ჰიდროელექტროსადგურის ლახამი ჰესის გარემოსდაცვითი კომპონენტის ფარგლებში არსებული ტყის განაშენიანების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ტყის განაშენიანების ინიციატივა   ჰიდროელექტროსადგურის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა 2021 წლის 19 ოქტომბერს.
„დარგვიდან ერთი წელი გავიდა ზუსტად და დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ 100%-იანი შედეგი გვაქვს, რადგან ჩვენს მიერ დარგულმა ყველა ნერგმა გაიხარა. ცხადია, ჩვენის მხრივ არ ვაკლებთ მოვლასა და ზრუნვას. ჩვენ, ჩვენი პროექტების ფარგლებში ვზრუნავთ, როგორც ბუნებაზე და ადამიანებზე, ასევე, სოფლების და რეგიონების განვითარებაზე, სწორედ ასეთი, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებით. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ სვანეთში, ნერგების დარგვაში გვეხმარებოდნენ გურიიდან მოწვეული სტუმრები, კერძოდ ბახვი ჰესის პროექტების მრჩეველთა საბჭოს წევრები. მადლობა მინდა გადავუხადო მათ კიდევ ერთხელ და გავახარო, რომ მათმა შრომამ ნაყოფი გამოიღო“ – განაცხადა ლახამი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
2021 წლის ოქტომბერის თვეში ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე სვანეთში, ლახამი ჰესის საპროექტო ტერიტორიის სამ მონაკვეთზე, კერძოდ,  ზედა წყალმიმღებთან, ჰესის შენობასთან და ასევე ადგილზე, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა, ლახამი ჰესის თანამშრომლებმა 3000 ცალი ქართული მუხისა და ნეკერჩხლის ნერგი დარგეს.
ლახამი ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის პორტფელში არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც სოფელ ლახამში მდებარეობს (მესტიის მუნიციპალიტეტი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი). ლახამის ჰიდროელექტროსადგური მცირე ზომის, მდინარის მოდინებაზე არსებული კასკადური ტიპის ჰესია. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 15.9 მეგავატია, წლიური გამომუსავება კი 87 მილიონი კილოვატსაათი.

ჩვენ ვზრუნავთ, ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share