ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მარიზ პეინის განცხადებით, თანამშრომლები დროებით კიევიდან ლვოვის ოფისში გადაიყვანეს, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრით არის დაშორებული.
„ჩვენ ავსტრალიელებს ვურჩევთ დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა კომერციული გზით“, – თქვა პეინმა.
პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის თქმით, სიტუაცია “ძალიან სახიფათო ეტაპს აღწევს” და რომ “რუსეთის ავტოკრატიული ცალმხრივი ქმედებები უკრაინის მუქარისა და დაშინების მიზნით არის სრულიად მიუღებელი”.
პრემიერ-მინისტრმა ჩინეთს მოუწოდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ხმა ამოიღოს.
„ჩინეთის მთავრობა სიამოვნებით აკრიტიკებს ავსტრალიას… მაგრამ მაინც ჩუმად რჩება უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ“, – თქვა მორისონმა პრესკონფერენციაზე.