ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი სოფელ ბახვში მცხოვრები ლევან თოდრიას მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ წერს, რომლის სიცოცხლესაც ნებისმიერ დროს ემუქრება საფრთხე.
როგორც თათია ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ლევან თოდრიას სოციალური დახმარება ორი წლის წინ მოუხსნეს და დღეს, თითქმის დანგრეულ სახლში, ბედის ანაბარაა დარჩენილი:
“მაშინ,როცა თანამდებობის პირები იტაცებენ ტყეებს,საკუთარ ოჯახის წევრებს ჩუქნიან ხალხის ქონებას,იშენებენ სასახლეებს…მაშინ,როცა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი,ახლა კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი,ბატონი ანზორ ჩუბინიძე ხდება სპირტის მაგნატი,როცა მის 24 წლის გოგონას უფორმებს მილიონობით ლარის ქონებას…
ამ დროს ადამიანები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და ყოველდღიურად საფრთხე ემუქრება მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს
ცხოვრობენ ისეთ ადგილებში და სახლებში,სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს მძიმე შედეგები.
ნაცვლად ამ ადამიანებზე ზრუნვისა,ხელისუფლება დაკავებულია საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით,ქონების გამდიდრებით,ქურდობით,ყაჩაღობით,ტენდერების და წილების აღებ-მიცემობით .
მივმართავ ოზურგეთის მერს და მერიას ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში,ლევან თოდრიას,რომელსაც 2 წლის წინ მოუხსნეს სოციალური დახმარება და ფაქტობრივად, ბედის ანაბარა დატოვეს,რომელიც ცხოვრობს აი ასეთ პირობებში,რასაც ფოტოებზე ხედავთ – გაუწიოთ შესაბამისი დახმარება იმისთვის, რომ არ დამთავრდეს ფატალურად ეს კონკრეტული შემთხვევა,არ დაენგრეს თავზე ჭერი და ამ ადამიანის ჯანმრთელობა,სიცოცხლე არ შეიწიროს”. – წერს თათია ნიკოლაშვილი