რა გახდა ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზი? – შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
მშობლების და მწვრთნელების პროტესტის შემდეგ კი თბილისის მერიის აუზი დღეს დახურულია.
50-მდე ბავშვის მშობლების განცხადებით, უხარისხო სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების გამო მოიწამლა. არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელი სავარაუდოდ, ქიმიურ ნივთიერებას აუზში იმ დროს ასხამს, როდესაც ის ბავშვებით არის სავსე. ამ წუთებში მერიის აუზთან ახლა საკრებულოს დეპუტატები არიან მობილიზებულები. ადგილზე პოლიცია ზვიად კუპრავამ გამოიძახა.
ამასთან, ერთ-ერთმა წვრთნელმა “ტვ პირველს” სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი მტკიცებით, მან აუზის დირექტორს პირადად მიაწოდა ინფორმაცია უხარისხო სადეზინფექციო ხსნარის შესახებ, თუმცა ლაშა ბრეგვაძემ უთხრა, რომ ის კალაძის ცოლის ძმის მეგობარია და “მწვანე აქვს ანთებული”
“ლაშა ბრეგვაძემ მითხრა, რომ მას ვერავინ შეეხებოდა, რადგან კალაძის ცოლის ძმის ბავშვობის მეგობარი და ნათელ მირონია. მეორედ რომ მოვიწამლე, ვუთხარი, რომ 8 წელია აქ ვმუშაობ და ასეთი რამ არ მომხდარა და მიაქციათ ყურადღებათქო, წინააღმდეგ შემთხვევაში გიჩივლებ და გაგატელევიზორებთქო და მაშინ ახსენა ეს რომ მას არავინ შეეხებოდა”- თქვა მწვრთნელმა.
ტვ პირველი