პარლამენტი მეორე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მისაღებად ემზადება, თუმცა “ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტულება უკვე ცნობილია. თეა წულუკიანმა “ქართული ოცნების” პოლიტიკური დღის წესრიგი გუშინ გათქვა. კანონს არ შეცვლიან და მას ოპოზიციის პარტნიორებზე ზეწოლისთვის გამოიყენებენ, ივანიშვილისთვის კი იმუნიტეტი უზრუნველყოფილი იქნება.
“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ კულტურის მინისტრის ეს გზავნილები რაიმე სახის გადაწყვეტილებაზე მითითების მცდელობა არ არის. სახელისუფლებო გუნდის თქმით, მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებაა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მიღებული იმ ფორმით უნდა იყოს მიღებული, რა ფორმითაც ის პარლამენტშია შეტანილი.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტის პოზიცია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს უნდა შეეხოს, სერიოზულ დარტყმას აყენებს თავად ევროპას. “ოცნებაში” ამბობენ, რომ კანონი მხოლოდ მათ უნდა შეეხოთ, ვისაც მედიაზე და პოლიტიკურ პროცესებზე რაიმე სახის გავლენა გააჩნია.
ასე განხილვა ამ საკითხის, რომ ეს უდნა ეხებოდეს ბიძნა ივანიშვილს და ევროპარლამენტმა სწორედ ეს იგულისხმა, ეს არის სერიოზული დარტყმა ევროპის იმიჯისთვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროპაში არ იცოდნენ ვინ არის კეზერაშვილი, ძალიან სცდება ამას ტან დაკავშირებით და თუკი არ იცოდნენ, მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ფლობს ფინანსურ რესურსებს და სწორედაც პოლიტიკის მართვისთვის გამოიყენებს ამას, მათ შორის, მედიაზე ზეგავლენისთვის, ეს არის მისი განცხადება, პიროვნული განცხადება, რომელიც ზუსტად ემთხვევა იმ კრიტერიუმებს, რომელიც თუნდაც უკრაინაშია მიღებული დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ასე რომ, სამართლიანობაზე ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით და არა ცალკეულ პიროვნებებზე, – ამბობს გიორგი ვოლსკი.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ აღნიშნული კანონი რეპრესიულია და ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება. ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ოცნების” მიერ შემუშავებული კანონი ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას ვერ უზრუნველყოფს.
აღნიშნული კნაონის მიღების შემთხვევაში ოპოზიცია ქუჩის პროტესტს არ გამორიცხავს.
ისინი არასდროს აღიარებენ, რომ ბიძნა ივანიშვილი ოლიგარქია. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მიგვეღო კანონი, რომელიც პრინციპის დონეზე ამ ქვეყანაში მოაგვარებდა ოლიგარქიზაციის პრობლემას. ეს „ქართულ ოცნებას“ არ სურს და ის წინასწარ აცხადებს, რომ კანონი შეეხება კეზერაშვილს. ამაზე საუბრობს არა მხოლოდ თეა წულუკიანი, ამაზე საუბრობს ანრი ოხანაშვილი და სხვა „ოცნების“ წარმოადგენლები, – ამბობს რედორმების ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.