ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

Reuters- ის ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელსნსკი ჩავიდა.

ჩვენ წინ მივდივართ.  ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის”, – მიმართა პრეზიდენტმა ჯარისკაცებს. 

შეგახსენებთ, ოკუპანტებისგან  გათავისუფლებულ ხერსონში ოთხასზე მეტი ომის დანაშაულია აღმოჩენილი. ნაპოვნია სამხედროების და სამოქალაქო პირების ცხედრები. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელი სამართალდამცველები ყოველდღიურ რეჟიმში აპატიმრებენ რუს ჯარისკაცებს და დაქირავებულ მებრძოლებს.

ბოლოო მონაცემებით, უკრაინამ კონტროლი 226  დასახლებაზე დაიბრუნა. საოკუპაციო რეჟიმის ტერორისგან ჯამში ასი ათასზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share