პოლონეთში ორმა ქართველმა ერთ საათში ოთხი სუპერმარკეტი გაძარცვა.
ქართველებმა მაღაზიებიდან დაახლოებით 7 000 ზლოტის (4 300 ლარი) ღირებულების ალკოჰოლი, ჩუსტები, წინდები, კბილის ჯაგრისები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.
დამნაშავეები მეოთხე სუპერმარკეტის ძარცვისას დააკავეს, სადაც ისინი ავტომანქანით მივიდნენ, რომელშიც მოპარული საქონელი იყო შენახული.
დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
pia.ge